"ღმერთისა არ ეშინიათ, ეშინიათ სპეცსამსახურების" - მეუფე პეტრე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე
"ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ რეზონანსულ სიუჟეტს მეუფე პეტრე გამოეხმაურა და ქართულ სპეცსამსახურებს რუსული სპეცსამსახურების დანამატი უწოდა. სასულიერო პირის თქმით, სუსის კრებსების გასაჯაროების შემდეგ, სწორი იქნებოდა საკითხის სინოდის სხდომაზე გატანა, თუმცა ასე არ მოხდა.
მეუფის განმარტებით, სასულიერო პირებს სუსის და ხელისუფლებსი შიში აქვთ. მისივე თქმით, ერთადერთი, ვინც ხმის ამოღება გაბედა, თვითონაა და ისიც დაისაჯა.
არაფერი შეცვლილა როგორც პატრიარქის მსოფლმხედველობაში, ისე საპატრიარქო სტრუქტურაში. ისინი ბოლომდე ემორჩილებიან დღევანდელ სპეცსამსახურებს, რომელიც, შეიძლება ითქვას, საუბედუროდ, არის დანამატი რუსული სპეცსამსახურების. ის ფაქტი, რომ სუსის კრებსების გასაჯაროების თუ გამოქვეყნების გაჟონვის შემდეგ უკვე წელიწადნახევარზე მეტია საერთოდ სინოდის სხდომა არ ჩატარებულა და ოფიციალურად ამ საკითხზე არ უმსჯელია სინოდს და ოფიციალური პოზიცია ჩვენ მღვდელმთავრების არ ვიცით, ეს არის უღირსი საქციელი. სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ, ღმერთისა არ ეშინიათ და ბუნებრივია, ეშინიათ სპეცსამსახურების, ბუნებრივია, ეშიანიათ ხელისუფლების, რომელსაც ხელეწიფება მიწიერ ცხოვრებაში მათი ან დასჯა ან დაწინაურება. ვინც ნამდვილად გულწრფელად გაბედავს, რომ არ დაემორჩილოს, დაუპირისპირდეს და ამხილოს ეს უკეთური თანაცხოვრება დღევანდელი საპატრირქოსი და სპეცსამსახურეისა თუ ხელისუფებლისა, ე.წ. რუსული ოცნებისა, ერთადერთი გამონაკლისი გიზივართ, რომელიც უსამართლოდ არის დასჯილი, - თქვა მეუფე პეტრემ.
"ნოდარ მელაძის შაბათი" ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას ასაჯაროებს - "ტვ პირველის" გუნდს სპეცსამსახურებიდან საიდუმლო ფაილები გადასცეს, რომლის გაშიფვრის შემდეგ ირკვევა, რომ 2020 წლის ნოემბერში საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო, ქუჩაში გამოსული ხალხი, სადღეღამისო აქციების რეჟიმში რომ არ გადასულიყო, სუს-მა მთელს თბილისში ყველა მაღაზიას კარვების და საძილე ტომრების გაყიდვა აუკრძალა.