"სამოქმედო გეგმა "ოცნების" დასრულება და სააკაშვილის გათავისუფლებაა" - ენმ არჩევნების საკითხზე მსჯელობს

13.11.22 15:38
"სამოქმედო გეგმა "ოცნების" დასრულება და სააკაშვილის გათავისუფლებაა" - ენმ არჩევნების საკითხზე მსჯელობს

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ახალი თავმდჯომარის არჩევის წესზე მსჯელობს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. ჯგუფმა, რომელსაც გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობს, ის კრიტერიუმები უნდა ჩამოწეროს, რომელიც ნიკა მელიას შემცვლელმა უნდა დააკმაყოფილოს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ კანდიდატი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში იყოს ჩართული.

"პირველების" ინფორმაციით,  არევნების ელექტრონულ ფორმატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. პარტიის წევრების განმარტებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღოს. შესაბამისად, პარტიის ახალ თავმჯდომარეს არა პოლიტსაბჭო, არამედ მხარდამჭერები აირჩევენ. 

აი, ამ გადაწყვეტილებით, ვფიქრობთ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ამ ხალხს, რომ მათ გადაწყვიტონ ვინ იყოს პარტიის მმართველ რგოლში და მათ გადაწყვიტონ ვის გვერდით უდნა იდგნენ.  რაც შეეხება კანდიდატებს, ჯერ ვარაუდებს ნამდვილად ვერ დავიწყებ, უნდა ჩატარდეს არჩევნები. მთავარი სამოქმედო გეგმა უნდა იყოს „ქართული ოცნების“ დასრულება და  მთავარზე მთავარი კიდევ უნდა იყოს ეს, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

ნიკა მელია, გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე ჯერჯერობით ის სამი კანდიდატია, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარეობის სურვილი გამოთქვეს. 

მსგავსი სიახლეები