"მძიმე შედეგები გვაქვს" - გიორგი ჩალაძე სააკაშვილის დიაგნოზზე

13.11.22 17:12
"მძიმე შედეგები გვაქვს" - გიორგი ჩალაძე სააკაშვილის დიაგნოზზე

მიხეილ სააკაშვილს იმაზე მძიმე დიაგნოზი აქვს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელი გიორგი ჩალაძე ავრცელებს. ამის მიუხედავად, ჩალაძე არ ამბობს, დაუდგინდა თუ არა სააკაშვილს ტუბერკულიოზი. 

კვლევის საეჭვო შედეგების გამო სამედიცინო კონსილიუმი ხვალ საგანგებო შეხვედრას გამართავს.

სამწუხარო რეალობაა და უნდა ვაღიაროთ, რომ რასაც ოქტომბრის დასაწყისში ამერიკელი ნობელიანტი ექიმი და ექიმი ლახანი, რომელიც ასევე ძალიანს ახელოვანი ექიმია, ეჭვობდნენ და გააკეტეს პროგნოზირება, რა მოხდებოდა თუკი არ მოხდებობდა დაუყოვნებლივი რეაგირება, მოხდა ის. ჩატარებული კვლევების წინასწარი მონაცემებით ცნობილია, რომ დიაგნოზის მიხედვით ხდება დაავადების განვითარება და ჩვენ გვაქვს მძიმე შედეგები. ექიმი კობისის დასმული დიაგნოზი გუში, გუშინწინ ცატარებული კვლევებით არის სრულფასოვნად დადასტურებული. არათუ დიაგნოზი, არამედ მის მიერ ამ დიაგნოზის განვითარების თემა რაც იყო, ის დადასტურდა. არცერთი საეჭვო დაავადება ჯერ გამორიცხული არ არის., პირიქით, საუბარია უფრო მძმე პროცესებზე, რომელიც დაწყებულია და ვითარდება, - თქვა ჩალაძემ.

მსგავსი სიახლეები