მოსამართლეების დაწინაურების გზა -"სასამართლო სისტემა აწყობილია ჩინჩალაძეის მოდელზე"

14.11.22 11:36
მოსამართლეების დაწინაურების გზა -"სასამართლო სისტემა აწყობილია ჩინჩალაძეის მოდელზე"

სასამართლო სისტემა აწყობილია ჩინჩალაძეის მოდელზე - ასე ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ კლანის წევრები მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ, იმ მოსამართლეებს, რომლებიც მათთან ახლო კავშირში არიან და ასრულებენ როგორც კლანის, ასევე მმართველი პარტიის დავალებებს. 

ჩვენი სასამართლო სისტემა აწყობილია მოდელზე, რომელსაც პიროვითად შეგვიძლია ვუწოდოთ, ჩინჩალაძის  მოდელი.  ეს ნიშნავს, დავალების შემსრულებელი მოსამართლეების დაწინაურებას და ურჩი მოსამართლეების დაქვეითებას.

სასამართლოში ბიუროკრატიული მმართვის სტილია, რომლითაც მორჩილი ხელქვეითი ყოველთვის დაწინაურდება", -თქვა "ტვ პირველთან" "დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის" წარმომადგენელი, კახა წიქარიშვილი. 

ყოფილი მოსამართლეების თქმით, მათი მოქმედი კოლეგების ნაწილი ძალიან ახლო კავშირში არიან, ე.წ. კლანის წევრებთან: 

ინიციატივა ძირითადად მოდის მმართველი გუნდიდან. ისინი მიმართავენ, ახლა შენ შემოიტანე კონკურსში (განაცხადი) და ჩვენ დაგაწინაურებთ. მოსამართლეები რომლებიც დაწინაურდებიან, გამოირჩევიან კონკრეტულ საქმეებში მონაწილეობით. ამის გარდა მნიშვნალოვანია,  გავლენიანმა ჯგუფმა თავისი ძალა შიგნით, სხვა მოსამართლეებს დაანახოს, რომლებისთვისაც ეს არის სიგნალი.

ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით იყო დასმული კითხვა, რატომ არ წავიდა 5 მოსამართლე აშშ-ში და რომ დავაკვირდეთ ამ 5 მოსამართლეს, ნელ-ნელა დავინახავთ, როგორ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ისინი"- აცხადებს სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე. 

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მაშინ როდესაც იუსტიციის უმალლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, ყოველთვის ჩნდება განცდა, რომ ეს ყოველივე არაფორმალურ გარემოშია გადაწყვეტილი:

 ეს არის ერთგვარი საჩუქარი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ საქმეებზე, სავარაუდოდ, ასრულებენ შესაბამის დავალებებს.  მოსამართლეები ზემდგომ ინსტანციაში ისე გადაჰყავთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამას დაწინაურებას არ არქმევს, თუმცა თავისი არსით ეს დაწინაურებაა. 

როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიიღება გადაწყვეტილებები ამა თუ იმ პირის დაწინაურებასა თუ დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს ყოველთვის ტოვებს განცხას, რომ ის არის სადღაც სხვაგან გადაწყვეტილი და არა საბჭოში"- აღნიშნავს ჯანეზაშვილი. 

ბოლოს დაწინაურებულთა სიაში მოხვდნენ ნიკა გვარამიას, "რუსთავი ორის", "ოცი ივნისისა" და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეების განმხილველი მოსამართლეები.

მსგავსი სიახლეები