ყველაზე დიდ პარტიაში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია - გიორგი მუმლაძე

14.11.22 11:22
 ყველაზე დიდ პარტიაში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია - გიორგი მუმლაძე

"რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების რეცეპტი არის ყველაზე დიდ პარტიაში განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

დღეს ისევ თავზე გვაზის რუსეთის ბოროტების იმპერია, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი სულს გვიხუთავს და ჩვენს მომავალს ყოველდღიურად კლავს, ამიტომ მისი დამარცხება აუცილებელია საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ამის რეცეპტი არის ყველაზე დიდ პარტიაში, ნაციონალურ მოძრაობაში განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია მიიყვანა თავიდან ბოლომდე უძრაობამდე და თავიდან ბოლომდე ჩამოშალა", - განაცხადა მუმლაძემ.

მსგავსი სიახლეები