"სტატუსის არმიღება და ეს გაუბებარი ინიციატივები მხოლოდ "ქართულ ოცნებას" აწყობს" - დავით ჭიჭინაძე
"სტატუსის არმიღება და ეს გაუბებარი ინიციატივები მხოლოდ "ქართულ ოცნებას" აწყობს" - ამის შესახებ ,,ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არაერთხელ დაანონსებული ე.წ. ცხელი შემოდგომა გადაიდო, სამაგიეროდ გვესმის გაუგებარი ინიციატივები, რაც ისევ ოპოზიციაში იწვევს განხეთქილებას:
რადგან ხალხი, ვინც გაყიდა ოპოზიციის ერთობა, ვინც „პაჩკა -პაჩკა“ გვაბარებდა „ქართულ ოცნებას“ , დღეს აი ეს ხალხი გვესაუბრება ისევ გაერთიანებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთიანობა არასოდეს შედგება.
ეს კი მხოლოდ „ოცნებას“ აწყობს.ისევე როგორც სტატუსის მიღება არ აწყობს „ქართულ ოცნებას“ და ამისკენ მიყავთ კიდეც ქვეყანა.
რადგან ევროპული ტიპის მმართველობა სწორედ მათთვის იქნება ხიფათისშემცველი - ამ შემთხვევაში ვერც ხელისუფლებას შეინარჩუნებენ და ვეღარც ყველაფრის უზურპაციას მოახდენენ და იმიტომ.მოკლედ, ოპოზიციამ თუ რეალურად ქუჩაში არ აგამოიტანა პოლიტიკა, ხალხი მათი მოკავშირე აღარასოდეს გახდება და მუდმივად ვიქნებით იქ სადაც ვართ"- აცხადებს ჭიჭინაძე.