ჩვენი მიზანია, ენმ გახდეს ქუჩის პროტესტის ფლაგმანი საქართველოს მასშტაბით - გიორგი მუმლაძე

14.11.22 12:42
ჩვენი მიზანია, ენმ გახდეს ქუჩის პროტესტის ფლაგმანი საქართველოს მასშტაბით - გიორგი მუმლაძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის, თქმით, მათი მიზანია, რომ პარტია მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩის პროტესტის ფლაგმანი გახდეს.

ჩვენი მიზანია, რომ ეს პარტია, ეს უზარმაზარი რესურსი გახდეს აქტიური, გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით. უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა.

საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორებული პროტესტი თავს მოიყრის რუსთაველზე, შევიკრიბებით აქ და კიდევ ერთხელ გადაწყდება საქართველოს ბედი. ამჯერად უკვე, როცა დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს, ჩაეყრება საფუძველი თანამედროვე საქართველოს ევროინტეგრაციის ნამდვილ გზას, რომელსაც ასე უტიფრად გვართმევს და გვინგრევს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა მუმლაძემ.

გარდა ამისა,  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი აცხადებს, რომ არსებული ხელისუფლების შეცვლის რეცეპტი ენმ-ს არსებული ხელმძღვანელობის, მათ შორის, ნიკა მელიას, ცვლილებაა.

მსგავსი სიახლეები