მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან მსვლელობა მოეწყო
ავტოკოლონებით მსვლელობა რუსთავის ციხესთან - ოპოზიციონერი ლიდერები და მხარდამჭერები ნიკა მელიას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებენ და ასე ცდილობენ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.
ადგილზე სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს. მობილიზებულია პოლიცია.