ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, პროგრესისთვის საჭიროა ოპოზიციის კონსტრუქციულობაც - "ოცნების" დეპუტატი

04.03.21 17:23
ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, პროგრესისთვის საჭიროა ოპოზიციის კონსტრუქციულობაც - "ოცნების" დეპუტატი

"ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო,პროგრესისთვის საჭიროა ოპოზიციის კონსტრუქციულობაც" - ამის შესახებ  "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ამბობენ-ხოლმე, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციოლობაც. თქვენ ნახეთ, რომ პირველივე საათებში, როგორც კი მოლაპრაკება დასრულდა, რა ხდებოდა პარლამენტის გარეთ. ის, რაც ხდებოდა პარლამენტის გარეთ, ნებისმიერი შიდა და გარე დამკვირვებლისთვის იყო ძალიან მსგავსი იმისი, რაც ხდებოდა კაპიტოლიუმის გარეთ 6 იანვარს - თქვა ხელაშვილმა. 

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ინიციატივით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები