პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
დღეს, "მინისტრის საათის" ფორმატში, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ელოდებიან. შს მინისტრის მოსმენის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმი გაიმართება.
პლენარული სხდომა პარლამენტში 12:00 საათზე დაიწყება.