დამოუკიდებელი ექსპერტი ჯარისკაცის თვითმკვლელობის ვერსიას ეჭქვეშ აყენებს

05.03.21 11:05
დამოუკიდებელი ექსპერტი ჯარისკაცის თვითმკვლელობის ვერსიას ეჭქვეშ აყენებს

დამოუკიდებელი ექსპერტი გალინა კარმუშინა 21 წლის  ჯარისკაცის  თვითმკველობის ვერსიას ეჭქვეშ აყენებს და ამბობს რომ დასკვნის გასაკეთებლად კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო.  ტვ პირველმა კი სამხედრო ნაწილში გარდაცვლილი 21 წლის ჯონი ძინძიბაძის ფოტო და დაზიანებები დამოუკიდებელ ექსპერტს გალინა კარმუშინას უჩვენა. მას კითხვებს ტყვიის მოძრაობის ტრაექტორია უჩენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით,  თვითმკვლელობა ავტომატით არის ჩადენილი იარაღის მასშტაბიდან გამომდინარე თვითმკვლელობის ვერის კიდევ უფრო ბურუსით მოცული ხდება.  

შემავალი ჭრილობა არის შუბლის არეში,გამომავალი კეფის, ტყვიის მოძრაობის ტრაეექტორიით უნდა დადგინდეს სროლის მიმართულება. ძალიან მნიშვნლოვანია დადგნიდეს რომელი მხრიდან ისროლეს და როგორ შეეძლოს ეს გაეკეთებინა. თუ ეს იყო თვითმკვლოეობა მაშინ ჩნდება კითხვა როგორ ეჭირა ხელი? ამ ფოტოთ დგინდება რომ ეს იყო პირდაპირი მიმართულების გასროლა რაც სიღმისეულ ექსპერტიზას მოითხოვს. ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა კომლექსური ექსპერტიზა, უნდა დადგინდეს სროლის მანძილი, უნდა დადგინდეს მსროლელის პოზა, რა მდგომარეობაში იყო, და მიმართულება. ამას ადგენს ბალისტიკური ექსპეტიზა და კრიმინალისტიკური ექსპერტიზა. ვერავინ ამ ექსპერტიზების გარეშე ვერ იტყვის ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლეობა -  ამბობს გალინა კარმუშინა.

თავდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა ჯონი ძინძიბაძემ თავი მოიკლა.  თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მიზეზი პირადი მოტივებია.თუმცა არსებობს ეჭვი, რომ  სამხედროს დაპირისპირება სამხედრო მეთაურთან  ჰქონდა. ტვ პირველმა მოიპოვა ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს, რომ გარდაცვლილ ჯარისკაცს თავის არეში შემავალი ჭრილობა აქვს.