"ოცნება" რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს - გიორგი ვაშაძე რუსეთთან უვიზო მიმოსვლაზე

11.12.22 17:51
"ოცნება" რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს - გიორგი ვაშაძე რუსეთთან უვიზო მიმოსვლაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" რუსეთის ხელისუფლებასტან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. საუბარია რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლისთანახმადაც რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და ვიზალიბერალიზაციას არ გამორიცხავს.

ოპოზიციის წევრის აზრით, რუსეთი უვიზო მიმოსვლის აღდგენას საქართველოს ევროპული პერსპექტივის სანაცვლოდ გეგმავს. 

პირდაპირ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებასთან. რუსეთი არავის არაფერს სჩუქნის. ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან, რაღაცის სანაცვლოდ აძლევს ან რაღაც დათმობაზე მიდის. რაში იცვლება საქართველოს მხრიდან უვიზო მიმოსვლა, ეს არის ახლა მთავარი საკითხი. მე ვფიქრობ, სწორედ გაცვლის მთავარი ობიექტია ჩვენი ევროპული პერსპერქტივა. თუ მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი, - თქვა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები