რუსეთმა საქართველოსთან, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები განაახლოს - ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს

11.12.22 15:33
რუსეთმა საქართველოსთან, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები განაახლოს - ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს

რუსეთმა საქართველოსთან, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები განაახლოს. ინფორმაციას პროპაგანდისტული მედია "ტასსი" ავრცელებს. დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტი არ გამორიცხავს, ვიზალიბერალიზაციასაც. 

მოსკოვში ვარაუდობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ამ თემაზე საბოლოო შეთანხმება შედგება, რადგან რუსული ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან და ვაჭორობიდან საქართველომ სარგებელი ნახა და ეკონომიკამ ორნიშნა ზრდა აჩვენა.

კრემლის პროპაგანდისტი მედიაში გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ყველაფერი საქართველოს ქცევაზე დამოკიდებული. 

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს რუსეთის მხრიდან "ქართული ოცნებისთვის" ერთგვარ ჯილდოს წარმოადგენს. მათი თქმით, ამგვარი შეთავაზება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. 

ამ ვითარებაში ეს განცხადება ერთის მხრივ, არ არის გათვლილი მოსახლეობაზე, არამედ არის გათვლილი მთავრობაზე და ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ისინი გარკვეულწილად, აფასებენ „ქართული ოცნების“ დამთბარ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, როდესაც რუსეთი ახორციელებს აგრესიულ ომს უკრაინის და ცივილიზებული დასავლეთის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ, ეს არის ნიშანი, რომ „თუ უკეთესად მოიქცევით, კიდევ უფრო მეტ კეთილ ურთიერთობებს მიიღებთ ჩვენგან, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, - ამბობს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია. 

შეგახსენებთ, რომ პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება რუსეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ე.წ. გავრილოვის ღამე მოხდა.