პეტრე ცისკარიშვილი თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ - კობა ნაყოფია
პეტრე ცისკარიშვილი თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ - ასე უპასუხა ,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს მდივანმა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია პოლიტსაბჭოს სხდომაზე პეტრე ცისკარიშვილის გადაყენებას აპირებდა, მაგრამ გეგმა იმის გამო ჩაუვარდა, რომ გუნდში მხარდამჭერები ვერ იპოვა.
მითხარით ფაქტი, მსგავსი რამ არ მომხდარა. პეტრე ცისკარიშვილი იკავებს იმ თანამდებობას, რომელზეც იყო, ისევე როგორც ყველა მდივანი და მოქმედი თავმჯდომარე - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ამასთან, ირკვევა ისიც, რომ გენერალური მდივნის გათავისუფლებას პოლიტსაბჭოს თანხმობა არ სჭირდება და შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მელიას ერთპიროვნულად შეეძლო.