განვაგრძობთ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნაბიჯების ადვოკატირებას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

13.12.22 10:50
განვაგრძობთ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნაბიჯების ადვოკატირებას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ ძალიან ახლოდან აკვირდება საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი მკურნალობის უფლებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას აკისრია.

 სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები