შეცდომა თუ განზრახული ქმედება - სააკაშვილს აკრძალული მედიკამენტებით მკურნალობდნენ

13.12.22 11:17
შეცდომა თუ განზრახული ქმედება  - სააკაშვილს აკრძალული მედიკამენტებით მკურნალობდნენ

აკრძალული წამლები მიხიელ სააკაშვილის მკურნალობის კურსში - აღმოჩენილია "ეფ დი აის"  ავტორიზაციის  არმქონე რუსული წამროების წამლები, რომელსაც სააკაშვილს თვეების განმავლობააში ციხის სისტემაში აძლევდნენ. ამის შესახებ ინფრომაცია ევროპარალემენტის ტრიბუნიდან მესამე პრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა გაავრცელა. მასიმო დე ანჟელომ ევროპარლამენატერბს პირდპაირ უთხრა, რომ სააკაშვილს 14 პრეპარატი ჰქონდა დანიშნული.

ირკვევა, რომ მედიკამენტების ზედოზირებამ  მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მედიკამენტების დასახელებისგან ექიმები ჯერჯერობით თავს იკავებენ. 

ფაქტს წინ "ამერიკის ხმასთან" ამერიკელი ექიმის დეივიდ სმიტის ინტერვიუ უძღოდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური შემოწმება ჩაუტარა. მისი თქმით, მდიკამენტებს შორის ისეთი წამლები იყო, რომლებსაც პაციენტისთვის უმძიმესი გავლენის მოხდენა შეეძლო. 

"პირველები" ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია "ემპათიას" ხელმძღვანელს ესაუბრა. მარიამ ჯიშკარიანი პირდაპირ ამბობს, რომ პრეპარატები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ, დიაგნოზებთან შეუთავსებელი იყო. 

იგი იღებდა არამიზნობრივად ნეიროლეფსიურ პრეპარატებს, რაც მის მდგომარეობსა ამძიმებდა და ის დიაგნოზები, რომელიც დღეს გამოიკვეთა, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით და ვპროგნოზირებდით, ამ დიაგნოზებზე შეუძლებელი იყო ამ მედიკამენტების დანიშვნა, ვინაიდან მძიმდება მისი მდგომარეობა. გარდა ამისა, დასკვნაში ცხადად არის ასახული, რომ იგი მუდმივად იღებს 9-დან 12-მდე საშუალოდ, მედიკამენტს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამძმებს მის დიაგნოზებს და მის ჯანმღთელობის მდგომარეობას და სრულიად შეუსაბამოა მის საჭირო მკურნალობასთან. საქართელოში არის მოხმარებაში გარკვეული მედიკამენტები, თუმცა ამერიკელების თვალ;საზრისით, ეს მედიკამენტები არ იყო შესაბმიაის მისი დიაგნოზების, ვინაიდან არ არის დაზუსტებული დიაგნოზების წარმომავლობა და შესაბამისად, არამიზნობრივია ეს მკურნალობა. ასე ვთქვათ, ბნელ ოთახში მიმდინარეობდა დიაგნოსტიკა, - თქვა ჯიშკარიანმა. 

ზუსტად 24 საათში სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის საჯელის გადავადებაზე უნდა იმსჯელოს. ხვალინდელ პროცესზე სამი ექიმი დაიკითხება, რომლებიც სასამატლოს იმ დიაგნოზების შესახებ მოუყვებიან, რომელიც მესამე პრეზიედნტს აქვს.

ცნობილია, რომ პენიტენიცურმა სამსახურმა და კლინიკა "ვივა-მედმა" პროცესში მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა ტექნიკურად უკვე უზრუნველყო. ამასთან, სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე საქალაქო სასამრთლოს მიმართავს თხოვნით, რომ სხდომათა დარვბაზში დიდი მონიტორი დაამონტაჟდეს, რათა საზოგადოებამ ნახოს, როგორ გამოიყურება დღეს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები