სააკაშვილის შემთხვევის მართვა დიამეტრალურად იმის საწინააღმდეგოა, რაც უნდა ხდებოდეს - სერგეენკო
საერთაშორისო იერიშის და პრეზიდენტის კრიტიკული მდგომაროების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხიმგებლობას ვერ გრძნობს.
მმართველი გუნდის წევრი დავით სერგეენკო ამბობს, სააკაშვილის შემთხვევის მართვა დიამეტრალურად იმის საწინააღმდეგოა, რაც უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობას არა ექიმები, არამედ პოლიტიკოსები და ადვოკატები მართავენ და სააკაშვილის მდგომარეობაც სწორედ ამის გამო უარესდება.
პაციენტის შემთხვევის მართვა არის აბსოლუტურად, დიამეტრალურად იმის საწინააღმდეგო, რაც უნდა ხდებოდეს წესით. ეს ყველაფერი მიმართულია პაციენტის რისკების გაზრდისკენ და რატომ ვამბობ ამას? ამ შემთხვევაში, განიხილება კლინიკური მართვის საკითხები, რომლებსაც რატომღაც, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო მართავენ პოლიტიკოსები და მართავენ ადვოკატები, როდესაც ეს უნდა მართონ ექიმებმა. ეს უნდა იყოს გზავნილი, კლინიკური მოცემულობა, იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები, პაციენტისთვის სწორი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. შედეგი იქნება პაციენტის დამძიმება. აუცილებალდ ასე მოხდება, იმიტომ, რომ უბრალოდ არასწორად იმართება, - თქვა სერგეენკომ.