ვთხოვთ სასამართლოს, სააკაშვილის გამოსახულება დიდ ეკრანზე გამოიტანონ - ადვოკატი

13.12.22 11:31
ვთხოვთ სასამართლოს, სააკაშვილის გამოსახულება დიდ ეკრანზე გამოიტანონ - ადვოკატი

ისტორიულ პროცესამდე ზუსტად 24 საათიანი დარჩენილი. სასამართლომ ხვალ უნდა თქვას, მისცემს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის უფლებას.

უკვე ცნობილია, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩაერთვება. ესქპრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს დარბაზში დიდი მონიტორის დამონტაჟების თხოვნით მიმართავს, რათა ყველამ ნახოს, როგორი დაუძლურებულია დღეს მესამე პრეზიდენტი. 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიდის მუშაობა და გადაწყვეტილია, რომ სააკაშვილი ჩართონ კლინიკიდან სასამართლო დარბაზში. მივმართავთ სასამართლოს და ვთხოვთ, რომ მისი გამოსახულება გამოტანილი იქნეს დიდ ეკრანზე, რომ საზოგადოებამ და ტელევიზიებმა მოახერხონ ამ ყველაფრის გადაღება და ნახვა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ საქმეს დაადგება საშველი და ამ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ჩაიტაროს ნორმალური, ადეკვატური მკურნალობა, - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი სიახლეები