იმედი მაქვს, გონიერება გაიმარჯვებს და მიშას გაუშვებენ - ნიკოლოზ სააკაშვილი
მესამე პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ხვალინდელ პროცესზე სასამართლო გოონივრულ გადაწყვეტილეაბს მიიღებს და დაუძლურებულ პატიმარს გაათავისუფლებს. ამის საფუძველს მას ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა და მოსამართლის კეთილგონიერების იმედი აძლევს.
დემოკრატიულ ქვეყანაში არც შედგებოდა არანაირი პროცესი. პირდაპირ დასკვნის საფუძველზე მოსამართლე გაათავისუფლებდა დარბაზიდან პატიმარს, გადაიყვანდა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში. ეს არის ჩემი აზრი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან სულ სხვანაიარდ ხდება და ბევრი ეჭვი არის, მაგრამ ამ დროს, იმედი მაქვს, რომ გონიერება გაიმარჯვებს, წინა პლანზე წამოვა ნორმალური აზროვნება და ბოლოს და ბოლოს ეს ზეწოლაც, ევროპული, ამერიკული, უკრაინული, მოლდოვიდან წამოსული, გარკვეულწილად ზემოქმედებას ალბათ მაინც იქონიებს, თუმცა, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ესენი ცდილობენ, ყველასთან იჩხუბონ, ყველასთან გააფუჭონ ურთიერთობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ზეწოლა ძალიან დიდია და გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მიშას გაუშვებენ, - თქვა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
ზუსტად 24 საათში სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის საჯელის გადავადებაზე უნდა იმსჯელოს. ხვალინდელ პროცესზე სამი ექიმი დაიკითხება, რომლებიც სასამატლოს იმ დიაგნოზების შესახებ მოუყვებიან, რომელიც მესამე პრეზიედნტს აქვს.
ცნობილია, რომ პენიტენიცურმა სამსახურმა და კლინიკა "ვივა-მედმა" პროცესში მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა ტექნიკურად უკვე უზრუნველყო. ამასთან, სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე საქალაქო სასამრთლოს მიმართავს თხოვნით, რომ სხდომათა დარვბაზში დიდი მონიტორი დაამონტაჟდეს, რათა საზოგადოებამ ნახოს, როგორ გამოიყურება დღეს მიხეილ სააკაშვილი.