ვინ იქნება ახალი ომბუდსმენი? ,,ოცნებისა" და ოპოზიციის კონსულტაციების დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება

13.12.22 12:04
ვინ იქნება ახალი ომბუდსმენი? ,,ოცნებისა" და ოპოზიციის კონსულტაციების დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება

შეძლებს თუ არა პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევას? გადამწყვეტ კონულტაციებამდე რამდენიმე საათი რჩება.

დღეს სავარაუდოდ ხელისუფლება საკუთარ კანდიდატს დაასახელებს. საპარლამენტო ოპოზიციაში მიჩნიათ, რომ თუ ასე მოხდება, ეს არ იქნება კონსესუსის მცდელობა და მმართველი პარტია მხოლოდ მისთვის სასურველ პირს წარადგენს.

მეეჭვება, რომ რამე რეალური , ხელშესახები კონსესუსი მოხდეს და არჩეულ-დანიშნულ კანდიდატს საზოგადოების მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მხარდაჭერა. 

არ მგონია, რომ ასეთი მოცემულობა დადგეს - აცხადებს პარტია ,,საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი. 

უკვე ცნობილია, რომ ,,ქართული ოცნების" მხარდაჭერა არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მიერ მხადაჭერილ 2 კანდიდატს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა აბაშიძეს, არ ექნებათ.

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 9 დეკემბერს ამოეწურა.

მსგავსი სიახლეები