კალაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისერვისი და სხვა წამგებიანი მუნიციპალური საწარმოები გაასხვისონ

13.12.22 12:09
კალაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისერვისი და სხვა წამგებიანი მუნიციპალური საწარმოები გაასხვისონ

თბილისის მერი კახი კალაძე არ გამორიცხავს, რომ მერიამ წამგებიანი სახელმწიფო საწარმოები გაასხვისოს, ამის შესახებ თბილისის მერმა პირველების კითხვაზე პასუხისას ისაუბრა. კითხვაზე, აპირებს თუ არა მერია გაასხვისოს ის მუნიციპალური საწარმოები, რომელიც წამგებიანია და ყოველწლიურად თბილისის ბიუჯეტიდან დოტაცია სჭირდება, მერი პასუხობს. 

ამაზე ვიმსჯელებთ, თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შეიძლება იქნეს გასხვისებული, თუნდაც მაგალითად თბილსერვისთან დაკავშირებით, თუმცა ამას გარკვეული სამუშაოების სჭირდება, სჭირდება მომზადებამ, ჯერ არ არის ეს თემა პრიორიტეტული - თქვა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები