არ მისცეთ მამაჩემს სიკვდილის უფლება - ედუარდ სააკაშვილის მიმართვა ევროპარლამენტს

13.12.22 12:38
არ მისცეთ მამაჩემს სიკვდილის უფლება - ედუარდ სააკაშვილის მიმართვა ევროპარლამენტს

მიხეილ სააკაშვილის საკითხი გუშინ  ბრიუსელში, ევროპის საპარლამენტო  დედაქალაქში,  განხილვის მთავარი თემა იყო. ევროდეპუტატებს ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით  მისმა ოჯახმა მიაწოდა.

დეპუტატებთან პირისპირ  შეხვედრების შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი სანდრა რულოვსმა, პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ და შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა, გამართეს.

"არ მისცეთ მამაჩემს სიკვდილის უფლბა" -ეს განცხადება ევროპარალემენტში  საგანგებოდ ჩასულმა პრეზიდენტის შვილმა გააკეთა.

მე არ მაქვს საშუალება, მოვინახულო მამაჩემი. ზოგჯერ მაქვს საშუალება მისი ნახვის, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მე მას ვხედავ, ჩანს, რომ მისი მდგომარეობა უარესდება და უფრო ავადაა. ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, ნელ-ნელა ქრება. არ მისცეთ მამაჩემს სიკვდილის უფლება!

ოჯახის წევრები ძალიან შეშფოთებულები და ანერვიულებულები ვართ ამის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ის საავადმყოფოშია უკვე 6 თვეა, მაგრამ, როგორც ჩანს, სათანადო მზრუნველობას ვერ იღებს და მისი მდგომარეობა უარესდება. მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერის, რომელსაც ვგრძნობთ, მაგრამ სიტუაცია ძალიან დამძიმდა და რაღაცა უნდა შეიცვალოს. - თქვა ედუარდ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები