ვოლსკი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებებს ფულის სანაცვლოდ იღებენ

13.12.22 13:17
ვოლსკი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებებს ფულის სანაცვლოდ იღებენ

უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ევროპარალემანტარების განცხადებებს, რომელიც მათ გუშინ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებასთან დაკავშირებით გააკეთეს, მიკერძოებულს უწოდებს. მმართველი გუნდის წევრი  თავს სტრატეგიულ პარტნიორებს დაესხა და მათ ფაქტობრივად, კორუმპირებულები უწოდა. 

სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს, პირველ რიგში, ჯანდაცვის ექსპერტმა და რასაკვირველია, ამასთანავე სამართლებრივი შეფასება უნდა გააკეთოს სასამართლომ  და არა ფოტიგამ, გლუქსმანმა თუ ლუქსმანმა... საერთოდ, ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშნელოვანწილად არის მიკერძოებული. განსაკუთრებით ამ სკანდალის შემდეგ რაც ეხება კორუფციას, რამაც შეიძლება საკმაოდ სერიოზული მასშტაბი მიიღოს, ვინაიდან აქ არის ფულის სანაცვლოდ რაღაც გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა კონკრეტული ქვეყნის მხრიდან, - თქვა ვოლკსიმ.

მსგავსი სიახლეები