ომბუდსმენის არჩევა - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ულტიმატუმის ენით საუბარში ადანაშაულებს

13.12.22 13:35
ომბუდსმენის არჩევა  - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ულტიმატუმის ენით საუბარში ადანაშაულებს

15 საათზე ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის,  მამუკა მდინარაძის, კაბინეტში გაიმართება გადამწყვეტი შეხვედრა, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ომბუდსმენის საკითხზე იმსჯელებენ.

არ შეიძლება ულტიმატუმების ენით საუბარი - პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის ამ კომენტარიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ,,ოცნება" არ აპირებს უკან დახევას და ოპოზიციასთან ომბუდსმენის საერთო კანდიდატზე შეჯერებას.

ასეთი ულტიმატუმები ართულებს კონსულტაციებს. როცა ამბობენ, რომ სამი ფავორიტი ჰყავთ, ეს არ არის სწორი მიდგომა, რასაც ჰქვია კონსულტაციები და კონსესუსის მიღწევა. 

ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, მიღწეულ იქნას კონსესუსი. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი და დღეს საღამოს მეტი დეტალი ეცოდინება საზოგადოებას. - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დიდი ალბათობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სახალხო დამცველობის საერთო კანიდატზე შეჯერება ვერ მოხერხდება, რადგან უკვე ცნობილია, რომ ,,ქართული ოცნების" მხარდაჭერა არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ დამოუკდებელ კანიდატებს, ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძესა და  ნაზი ჯანეზაშვილს, არ ექნებათ.

მსგავსი სიახლეები