სამადაშვილი სააკაშვილთან შესახვედრად ემზადება - ოპოზიციონერი ინფორმაციას ევროპარლამენტარებს მიაწვდის

13.12.22 13:43
სამადაშვილი სააკაშვილთან შესახვედრად ემზადება  - ოპოზიციონერი ინფორმაციას ევროპარლამენტარებს მიაწვდის

მიხეილ სააკაშვილის სანახავად, ცოტა ხანში, კლინიკა „ვივამედში“ სალომე სამადაშვილი შევა. 

„ლელოს“ ლიდერი მომავალ კვირას ევროპარლამენტარებს ხვდება, ამიტომაც პირადად სურს ნახოს, თუ როგორ გამოიყურება მესამე პრეზიდენტი.

ასევე, სამადაშვილს აინტერესებს, მოისმინოს მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და შემდეგ უკვე დეტალურად მიაწოდოს ევროპარლამენტარებს ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ. 

მიზანი არის, რომ შევხვდე მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ, რომ მიმდინარე კვირას იგეგმება ევროპარლამენტში მნიშვნელოვანი მოსმენა, განხილვა. მათ შორის სააკაშვილის მდგომარეობა იქნება ერთ-ერთი განხილვის თემა. ვფიქრობ, ჩვენ, ყველას გვესმის, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დღევანდელი ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტში ჩვენ ვნახავთ, ძალიან ერთსულოვან მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, და მათ შორის იმის, რომ მოიძებნოს გადაწყვეტილება, რაც სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას უკავშირდება“. - ამბობს სამადაშვილი.  

მსგავსი სიახლეები