სააკაშვილის სასჯელისგან დახსნის კამპანია, მისი რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახების დაცინვაა - პაპუაშვილი

13.12.22 14:16
სააკაშვილის სასჯელისგან დახსნის კამპანია, მისი რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახების დაცინვაა - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, კანონიერ სასჯელს თავი აარიდოს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახების დაცინვაა, როდესაც მისი კანონიერი სასჯელისგან დახსნისთვის ამხელა კამპანია მიმდინარეობს

„დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ არის მთელი კამპანია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიხსნან იმ სასჯელიდან, რომელიც მას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა, წარმომიდგენია, რას გრძნობენ მისი რეჟიმის მსხვერპლები და მათი ოჯახები.

ეს არის პირდაპირი დაცინვა მათი ოჯახების, როდესაც ამ ტანჯვას და წამებას გამოვლილი ოჯახები დღეს უყურებენ, თუ რამდენად ფართო არის კამპანია, რომელიც პირდაპირ ემსახურება მიხეილ სააკაშვილის დახსნას კანონიერი სასჯელისგან. ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები