სააკაშვილს სასამართლომ ციხე მიუსაჯა და არა სიკვდილით დასჯა - როსტომ ჩხეიძე

13.12.22 14:20
სააკაშვილს სასამართლომ ციხე მიუსაჯა და არა სიკვდილით დასჯა - როსტომ ჩხეიძე

არ უნდა ვეგუებოდეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ნელ-ნელა მოკვდინების პროცესს, - ამ სიტყვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ პარლამენტის დარბაზში მსხდომ დეპუტატებს.

ოპოზიციის წევრის თქმით, ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია, ხელისუფლება კი მას, ფაქტობრივად, სიკვდილით სჯის. 

არ უნდა ვეგუებოდეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ნელ-ნელა მოკვდინების პროცესს. არ შეიძლება ვიყოთ ამ საჯარო სანახაობის გულგრილი თუ უდარდელი მოწმენი და არ უნდა ვტკბებოდეთ იმ დრამატული ამბით, რომლის ფინალიც, თუკი არაფერი შეიცვალა, ტრაგედიად გარდაისახება. მიხეილ სააკაშვილს ციხე მიუსაჯა სასამართლომ და არა სიკვდილით დასჯა. მაშ რატომ აქვს ყელზე შემოჭერილი სახრჩობელის ყულფი? მიხეილ სააკაშვილს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელი უნდა მოეხადა და რეაბილიტირებული გამოსულიყო. მაშ, რატომ უდევს თვაი კუნძზე და რატომ მიაქანებს პატიმარს ალესილი ნაჯახი გრდაუვალი აღსასრულისკენ? 
ერთი შეხევდითაც თალნათელია სნეულის უმძმეის ყოფა, - თქვა დეპუტატმა. 

 

მსგავსი სიახლეები