„ტიკ-ტოკ“ მეომარი - ბექა ოდიშარია ირაკლი ოქრუაშვილზე

13.12.22 14:26
„ტიკ-ტოკ“ მეომარი - ბექა ოდიშარია ირაკლი ოქრუაშვილზე

ბექა ოდიშარიამ ირაკლი ოქრუაშვილს "ტიკ-ტოკ" მეომარი უწოდა.

მმართველი გუნდის წევრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ როგორც კი აცივდა ყიოფილი თავდაცვის მინისტრი უკრაინიდან გამოიქცა.

„აქ იყვნენ ადამიანები, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უჩუმრად წავიდნენ, ბევრი ინტერვიუს გარეშე. სულ ორ „ტიკ-ტოკ“ მეომარს იცნობს ეს ომი. ერთი ჩრდილოეთ კავკასიიდან, მეორე – თქვენი „ტიკ-ტოკ“ მეომარი იყო. იქ რომ დარბოდა და როგორც კი აგრილდა, წამობრძანდა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მსგავსი სიახლეები