აბსოლუტურად უსაგნოდ ლაპარაკობთ, ამას ხალხურად ბოდიალობა ჰქვია - მაია ბითაძე ოპოზიციას

13.12.22 14:35
აბსოლუტურად უსაგნოდ ლაპარაკობთ, ამას ხალხურად ბოდიალობა ჰქვია - მაია ბითაძე ოპოზიციას

არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ვერბალური კრიზისი გაქვთ, უსაგნოდ საუბრობთ - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ, ოპოზიციას მიმართა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოპონენტებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს.

ვაკვირდები რამდენიმე დღეა ჩვენი ოპონენტების სატელევიზიო გამოსვლებს და არ შემიძლია, არ ვთქვა: მეგობრებო, სერიოზული პრობლემები გაქვთ, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ვერბალური კრიზისი გაქვთ, აბსოლუტურად უსაგნოდ საუბრობთ, ამას ხალხურად ბოდიალობა ჰქვია. 

აბსოლუტურად არათანმიმდევრულია, რა გინდათ, რას ითხოვთ, ან რას აპროტესტებთ. 

ბატონი პაატა მანჯგალაძე იძახის, არაფერი გაგიკეთებიათ ნაძვის ხის აწყობის გარდაო. ბატონო პაატა, მაინტერესებს, როგორია თქვენი შეხედულება რეიტინგებზე, უმუშევრობა რომ 30%-დან 17 %-მდე ჩამოვიდა? 70%-ით რომ არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები? როგორ მოგწონთ, რომ მთელი ქალაქების რეაბილიტაცია მოხდა? მწვანდება და ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება მთელი ქალაქებისთვის? 

როგორ შეიძლება, იყო ასე დაბოღმილი შენს სამშობლოზე, რომ ახსენებდე და გვეუბნებოდე ჩვენ, რომ გმირებს პატივს არ ვცემთ, ხოლო თქვენ რას ითხოვთ და რა გინდათ, ამას ვერ აყალიბებთ - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

მსგავსი სიახლეები