დღეს რომ აქ არ გვაქვს ბუჩა და თბილისი არ იბომბება, ამისთვის უნდა გვრცხვენოდეს? - ზარქუა
დღეს რომ აქ არ გვაქვს ბუჩა და თბილისი არ იბომბება, ამისთვის უნდა გვრცხვენოდეს? - ირაკლი ზარქუა "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას თავდასხმით პასუხობს. მმართველი გუნდის წევრმა საშემოდგომო სესიაზე ოპონენტები ისევ რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენია და 2008 წლის აგვისტოს ომში ჯარისკაცების ბრძოლის ველზე მიტოვებაში დაადანაშაულა.
ამასთან, ზარქუა დღეს ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში არსებული მშვიდობა სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა.
დღეს ჩვენი კოლეგებისგან რადიკალური ოპოზიციისგან გაისმა ასეთი სიტყვათა წყობა, „ცარიელი მშვიდობა“, „ნაძის ხე რატომ გაქვთ“ და ე.ი. ტრიალებს მთელი დღე... ეს გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, დღეს ამუნათებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენ დღეს მოვახერხეთ, რომ მშვიდობა გვაქვს. დღეს რომ აქ არ გვაქვს ბუჩა, დღეს რომ აქ არ იბომბება თბილისი, ე.ი. ამისთვის უნდა გვრცხვენოდეს და ბოდიში უნდა მოვიხადოთ და ამას გვეუბნება ვინ? გვეუბნება ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2008 წელს ჩვენი მაგარი ბიჭები ბრძოლის ველზე მიეტოვებინათ, - თქვა ზარქუამ.