დუქნის ლომებო - ოდიშარია მანჯგალაძეს
მმართველი გუნდის წევრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პაატა მანჯგალაძეს და ოპოზიციის წევრებს ,,დუქნის ლომები" უწოდა, რადგან, მისი თქმით, ისინი მხოლოდ სავარძლებიდან ომობენ.
"პაატა მანჯგალაძე, თუ მისულხართ კამერების გარეშე გმირთა მოედნის მონუმენტთან. ამ სავარძლებიდან რომ ომობთ, მართლა დუქნის ლომები, თუ გეომებათ, ადექით და თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით. აქ იყვნენ ადამიანები, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უჩუმრად წავიდნენ, ბევრი ინტერვიუს გარეშე".- ამბობს ოდიშარია.