გადამწყვეტი კონსულტაციები დაიწყო - დღეს გაირკვევა, შედგება თუ არა კონსესუსი ომბუდსმენობის კანდიდატზე
შეძლებს თუ არა ოპოზიცია და ხელისუფლება სახალხო დამცველის საერთო კანდიდატზე შეჯერებას? ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, კაბინეტში კონსულტაციები დაწყებულია.
ოპოზიციის მტკიცებით, ისინი კომპრომისისთვის მზად არიან, რის მზაობასაც ვერ ამჩნევენ ხელისუფლებას.
ის, რომ კომპრომისისთვის მზად არის ოპოზიცია, ამის დასტურია ფაქტი, რომ რამოდენიმე კანდიდატი შევთავაზეთ ხელისუფლებას.
ახლა ,,ქართული ოცნების" ჯერია, შემოგვთავაზოს ასევე რამდენიმე კანდიდატი. პირველი რაუნდისგან განსხვავებით, მოლაპარაკების მეორე რაუნდზე უნდა ვიცოდეთ, ვის უჭერს მხარს ,,ქართული ოცნება".
უკან დახევა კი არა, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, როცა პოლიტიკოსი რაღაც კომპრომისზე მიდის. - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძის კაბინეტში სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ერთხელ უკვე გაიმართა, თუმცა, მას რამე შედეგი არ მოჰყოლია.
ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ ისაა, რომ ახალი სახალხო დამცველი პოლიტიკური კონსესუსის გზით აირჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას სერიოზული პრობლემები შეექმნება.
უკვე ცნობილია, რომ ,,ქართული ოცნების" მხარდაჭერა არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ დამოუკდებელ კანდიდატებს არ ექნებათ.