გარდამტეხს არაფერს ველოდები, "ოცნებას" სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა აქვს გადაწყვეტილი - ვაშაძე
ოპოზიციონერი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ამბობს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების საკითხი განიხილება, გარდამტეხს არაფერს ელოდება. მისი თქმით, "ოცნებას" მესამე პრეზიდენტის მოკვლა აქვს განზრახული და ახლა მხოლოდ იმას ფიქრობს, ვის შეაწმინდოს ხელი.
ევროპარლამენტარებმა გაუთანაბრეს მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. იმიტომ, რომ თუ შენ კლავ ყოფილ პრეზიდენტს თუნდაც ციხეში, ევროპაში შენი ადგილი არ არის. ეს არის ძალიან მკაფიო, იმიტომ, რომ ისინი ითხოვენ დემოკრეატიას, ითხოვენ მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას, ითხოვენ სამართლიანობას და ასეთი ტიპის მიდგომებს.
არაფერ გარდამტეხს არ ველოდები ხვალინდელ პროცესზე. ძალიან მკაფიოა, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა. ამას ისინი დღენიადაგ იმეორებენ და ახლა ეძებენ, ღმერთს დააბრალონ, თუ ვის დააბრალონ. კოორდინაცია უნდა იყოს და ის გადამწყვეტი მომენტი ძალიან ახლოვდება, როცა ყველამ ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ მიხეილ სააკაშვილის და მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, - თქვა გიორგი ვაშაძემ.