ქვეყანამ რომ პოლიტიკური გახლეჩვა აირიდოს... - რას ამბობს დეკანოიძე სააკაშვილის ხვალინდელ პროცესზე
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოძიე მიიჩნევს, რომ ხვალინდელი პროცესი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს, ისტორიული მნიშვნელობისაა. მისი თქმით, მოსამართლემ სწორი პოზიცია უნდა აირჩიოს, რათა ქვეყანამ პოლიტიკურ გახლეჩვა და ჰუმანიტარული კრიზისი თავიდან აიცილოს.
ხვალინდელი სასამართლო პროცესი მოსამართლის ძალიან სწორ პოზიციას, მათ შორის, ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად ქვეყნისთვის და მართლაც საბოლოოდ, პოლიტიკური გახლეჩვის ასაცილებლად ქვეყანაში, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ეს იყო ზუსტად გუშინდელი სტრასბურგის ოჯახის მოსმენა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, - თქვა დეკანოიძემ.
ზუსტად 24 საათში სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის საჯელის გადავადებაზე უნდა იმსჯელოს. ხვალინდელ პროცესზე სამი ექიმი დაიკითხება, რომლებიც სასამატლოს იმ დიაგნოზების შესახებ მოუყვებიან, რომელიც მესამე პრეზიედნტს აქვს.
ცნობილია, რომ პენიტენიცურმა სამსახურმა და კლინიკა "ვივა-მედმა" პროცესში მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა ტექნიკურად უკვე უზრუნველყო.