ირანთან შესაძლო თანამშრომლობა - ხიდაშელი კულისებს მიღმა შეთანხმებებზე საუბრობს

13.12.22 15:38
ირანთან შესაძლო თანამშრომლობა  - ხიდაშელი კულისებს მიღმა შეთანხმებებზე საუბრობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელისთვის გაუგებარია, რატომ შეხვდა თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ირანის ელჩს, რადგან მისი თქმით, ირანთან ჩვენ არანაირი სამხედრო თანამშრომლობა არ გვაქვს 

„ოცნების“ ყოფილი წევრი პირდაპირ ამბობს, რომ შესაძლოა, ეს მოლაპარაკებები უკავშირდებოდეს კულუარულ შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ირანს შორის უკვე არსებობს.

არავითარი თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში ირანთან არ გვაქვს. ასეთი ტიპის შეხვედრები პოლიტიკური განაცხადია და ეს აბსოლუტურად არასწორი გზავნილი იყო, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე თავად ირანისთის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თუ, რა თქმა უნდა, არ ხდება რაღაცა კულისებს მიღმა შეთანხმებები სწორედ სანქცირებისთვის თავის არიდების მიზნით. მე მაინც მგონია, რომ ეროვნული ბანკის განცხადება იმით არის გამოწვეული, რომ , როგორც ჩანს მათ დაასწრეს სხვა საერთაშორისო ასპარეზზე გასაკეთებელ განცხადებას, რომელიც მზადდებოდა და ეს ერთგვარი პრევენცია იყო, რომ კი ვხედავთ ჩვენც და ახლა დავიწყებთ რეაგირებას“. - ამბობს თინა ხიდაშელი. 

მოხვდება თუ არა საქართველო ამერიკის სანქციების ქვეშ? შავ სიაში  ჩვენი ქვეყნა შესაძლოა, სანქცირებული ირანის სატრანზიტო კორიდორის გამოყენების გამო მოხვდეს.

შესაძლო სანქციებზე პირველად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ალაპარაკდა.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ირანის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სივრცეების გამოყენება შესაძლოა, შტატებმა სანქციების დარღვევად ჩათვალოს.

მსგავსი სიახლეები