"უინტელექტო და ბნელები" - კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებზე
"უინტელექტო და ბნელები" -ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებს ირაკლი კობახიძე.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებით გახარებულია და აანონსებს, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია დაიშლება.
„საინტერესო ერთადერთი არის ის, რომ ეს პარტია თანდათანობით სუსტდება. ამას უყურებს საზოგადოება. ეს არის კარგი იმისათვის, რომ ჯანსაღი მიმართულებით განვიტარდეს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. ამის იქით, ერთმანეთზე უნიტელექტო და ბნელი კანდიდატები ჰყავს ამ პოლიტიკურ პარტიას. ეს არის ყველაზე კარგი რაც უნდა აღინიშნოს. საზოგადოება ამას დაინახავს და გააკეთებს არჩევანს სიბნელესა და სინათლეს შორის. სიბნელეში ვგულისხმობ ყველანაირ სიბნელეს, ყველანაირი გაგებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით", - ამბობს კობახიძე.