გადაარჩინე მიშა - ევროდეპუტატების განაცხადი (რეპორტ.ჯი-ს ფოტოები)

13.12.22 16:18
გადაარჩინე მიშა - ევროდეპუტატების განაცხადი (რეპორტ.ჯი-ს ფოტოები)

"გადაარჩინე მიშა" - აქციას ევროდეპუტატები ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიკა, ვიონა ფონ კრამონი, რაფალე გლლუქსმანი და სხვა კიდევ  ათაზე მეტი ევროდეპუტატი შეურთდა.

ევროპარლამენტის სესიის დაწყების წინ, მათი შენობის ფოიეში სააკაშვილის ფოტოებით ხელში, ევროკაშირის ლიდერებს და მთელს მსოფლიოს მოუწოდეს, სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის პროცესში ჩაერთონ.

ევროდეპუტატებთან ერთად ამ პერფომანსში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები  სანდრა რულოვსი, გიული ალასანია და ედუარდ სააკაშილი მონაწილებდნენ.

დღეს თბილისის დროით ღამის 12 საათზე ევროპარლამენტში დებატები გამართება. მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში დეპუტატმა სვენ მიქსერმა უნდა წარადგინოს. სწორედ ამ დებატების დროს გეგმავენ ევროპარლამენტარები პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას სააკაშვილის შესახებ.

მსგავსი სიახლეები