საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს, მიაღწევს მშვიდობას და თავისუფლებას ევროპულ ოჯახში - გახარია

13.12.22 16:50
საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს, მიაღწევს მშვიდობას და თავისუფლებას ევროპულ ოჯახში - გახარია

გიორგი გახარიას განცხადებით, ქართველი და უკრაინელი ხალხის ერთობას ვერავინ დაარღვევს. 

ამის შესახებ ექსპრემიერი ტვიტერზე წერს.

გახარიას თქმით, საქართველო და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და მიაღწევს მშვიდობას და თავისუფლებას ევროპულ ოჯახში.

"3 წლის წინ საქართველო და უკრაინა შეთანხმდნენ უსაფრთხოების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, დარწმუნებული ვარ ვერაფერი დაარღვევს ჩვენი ხალხის ერთობას. საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს, მიაღწევს მშვიდობას და თავისუფლებას ევროპულ ოჯახში". - წერს გახარია.

 

 

მსგავსი სიახლეები