ევროპარლამენტარები ითხოვენ, პირდაპირ ეთერში იხილონ სააკაშვილის პროცესი - გიორგი ჩალაძე
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მესამე პრეზიდენტის თანამებრძოლი, გიორგი ჩალაძე, რომელიც ბრიუსელში ევროპარლამენტარების მიერ გამართულ აქციას ესწრებოდა, აღნიშნავს, რომ ევროპელ დიპლომატებს სურთ, მიხეილ სააკაშვილის პროცესი პირდაპირ ეთერში იხილონ.
ეს არის ბანერები,, რომელიც წეღან ევროპარლამენტარებს ეჭირათ. ,,გადაარჩინეთ სააკაშვილი" - ეს არის არა ერთი ევროპული პარტიის, არამედ პარტიების გზავნილი. ისინი ითხოვენ, რომ ევროპამ პირდაპირ ეთერში იხილოს სააკაშვილის პროცესი. მათ სურთ იხილონ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო, ამთ უნდათ ევროპა, თუ რუსეთი.
ისინი ხელისუფლებას ეკითხებიან, რატომ კლავთ პუტინის პირად პატიმარს, მიხეილ სააკაშვილს, ციხეში. ეს არის მათი ტერმინოლოგია, რასაც იყენებენ - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
"გადაარჩინე მიშა" - აქციას ევროდეპუტატები ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, ვიონა ფონ კრამონი, რაფალე გლუკსმანი და სხვა კიდევ ათზე მეტი ევროდეპუტატი შეურთდა.
ევროპარლამენტის სესიის დაწყების წინ მათი შენობის ფოიეში სააკაშვილის ფოტოებით ხელში, ევროკაშირის ლიდერებს და მთელს მსოფლიოს მოუწოდეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის პროცესში ჩაერთონ.