გავაძლიერებთ პოლიტიკურ ზეწოლას, რომ სააკაშვილი ციხეში არ მოკვდეს - კრამონი

13.12.22 17:51
გავაძლიერებთ პოლიტიკურ ზეწოლას, რომ სააკაშვილი ციხეში არ მოკვდეს - კრამონი

გავაძლიერებთ პოლიტიკურ ზეწოლას იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხეში არ მოკვდეს“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისი თქმით, სირცხვილია, თუ როგორ ეპყრობა მესამე პრეზიდენტს მოქმედი ხელისუფლება.

„საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. ნამდვილად სირცხვილია თუ როგორ ეპყრობა მას მოქმედი ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ ეს ცალსახად ჰუმანიტარული საკითხია. ჩვენ გვჭირდება დარწუნება, რომ მისი სიცოცხლე იქნება დაცული და უსაფრთხო. ჩვენ ევროპარლამენტში ყველა ძალისხმევას მივმართავთ და გავაძლიერებთ პოლიტიკურ ზეწოლას იმისთვის, რომ ის იყოს ცოცხალი და არ მოკვდეს ციხეში“.- ამბობს კრამონი.
 

მსგავსი სიახლეები