რეგისტრაცია დასრულებულია - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს

13.12.22 18:30
რეგისტრაცია დასრულებულია - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს

"ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს. რეგისტრაცია დღეს დასრულდა. ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს.

ბოლოს განაცხადი ნიკა მელიამ შეიტანა. ის პოსტზე პოლტისაბჭოს 39-მა წევრმა წარადგინა. 

ლევან ხაბეიშვილმა სამი წევრის, გიორგი მუმლაძემ კი პოლტისაბჭოს ხუთი წევრის მხარდაჭერის წერილი წარადგინა.

ხვალიდან ნაცმოძრობაში კანდიდატები უკვე საარჩევნო კამპანიას ოფიცილურად დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები