გადაარჩინე მიშა - სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ევროპარლამენტში და გზავნილები დასავლეთიდან
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ევროპარლამენტში.
"გადაარჩინე მიშა!" - პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველოს პრეზიდენტის გადარჩენა პლაკატებით ხელში გავლენიანმა ევროდეპუტატებმა მოითხოვეს. მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც წლების წინ სააკაშვილს მწვავედ აკრიტიკებდა.
აქცია-პერფომასნი, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ, ევროპარლამენტში სესიის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართა. ფაქტია, რომ პარტნიორებმა განგაშის სიგნალი უკვე ჩართეს.
"სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება" -უკვე მეორე დღეა ეს გზავნილი ისმის დასავლეთიდან.
ევროპარლამენტარები მიმართავენ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს ექსკლუზიური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტი კი დუმს. „პირველების“ კითხვების მიუხედავად, ზურაბიშვილი ისევ არ ამბობს, შეიცვლის თუ არა პოზიციას სააკაშვილთან დაკავშირებით. პრეზიდენტისგან განსხვავებით ბევრი თქვეს დღეს „ოცნებაში“. დეპუტატებმა კრიტიკა დასავლეთიდან ისევ ვერ აიტანეს, ევროდეპუტატებზე მორიგი პოლიტიკური იერიში განახორციელეს და მათ ფაქტობრივად კორუმპირებულები უწოდეს.
რამდენიმე საათში ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელებს. რა საკითხები მოხვდება დოკუმენტში - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.