დაუძლურებული მესამე პრეზიდენტი, აცრემლებული სამადაშვილი და ისტორიულ პროცესამდე დარჩენილი ბოლო 15 საათი
სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. პატიმარმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე დაკარგა გონება, საუბარი უჭირს და მნახველებთან და ადვოკატებთან კომუნიკაციასაც ვეღარ ახერხებს.
„ივანიშვილის პოლიტიკური კანიბალიზმი“ - ამ სიტყვებით დატოვა დღეს „ვივა მედი“ სალომე სამადაშვილმა, რომელიც სააკაშვილის პალატიდან აცრემლებული გამოვიდა.
კიდევ უფრო მძიმე სურათი დახვდა ადვოკატს.
„საუბრისას რამდენჯერმე გაითიშა, ადგილი ჰქონდა გონების კარგვას“ - ასე აღწერა სააკაშვილის მდგომარეობა შალვა ხაჭაპურიძემ.
ისტორიულ პროცესამდე კი 15 საათია დარჩენილი. შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალ პროცესზე საუბარს, ჯერ უცნობია. მისი წამოჯდომა ან წამოყენება ექიმებისა და ბადრაგის დახმარებით უნდა მოხდეს, რადგან დამოუკიდებლად მიხელ სააკაშვილი ვეღარ გადაადგილდება.
მიუხედავად ამისა ხვალ „ვივა მედის“ პალატა მოვლენათა ეპიცენტრში იქნება. 7 თვიანი იზოლაციის შემდეგ საზოგადოება პირველად ნახავს, რეალურად რა მდგომარეობაშია საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
დეტალები იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.