"ტიკ-ტოკერი მეომარი და დუქნის ლომები" - სიტყვიერი დაპირისპირება და დებატები პარლამენტში
"ტიკ-ტოკერი მეომარი და დუქნის ლომები" - ამ სიტყვებით დღეს „ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკოსების დაკნინებას ცდილობდა, ვინც უკრაინაში იბრძოდა ან უკრაინის ღია მხარდამჭერია. მმართველი გუნდი შეტევაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ოპოზიციამ ხელისუფლების 10 თვიანი დუმილი უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. ოპონენტებმა ხელისუფლებას დღეს პარლამენტიდან შეახსენეს, რომ მშვიდობა დამოუკიდებლობის ხარჯზე ღალატის ტოლფასია.
პასუხი ტრადიციული იყო. ისევ ომი გინდათ, და ბუჩას ტრაგედიის გამეორება საქართველოში. ხელისუფლება, რომელიც რუსეთისთვის მტრის დაძახებას ვერ ბედავს და უკრაინაში წასულ ქართველ მებრძოლებს მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება, დღეს ბრალდებებს ისევ ოპოზიციას უყენებდა. მეორე ფრონტის გახსნასთან ერთად კი ოპონენტებს „ქართულმა ოცნებამ“ 2008 წელიც გაახსენა და ამ შემთხვევაშიც ბრალდებების მთავარი ადრესატი სააკაშვილის ხელისუფლება იყო.
დეტალურად ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.