რა აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას სანქცირებულ ირანთან? - ქვეყანა ამერიკული სანქციების ზღვარზე
საქართველო ამერიკული სანქციების ზღვარზე. პირველად ამ საფრთხის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ალაპარაკადა.
კობა გვენეტაძე მიანიშნებს, რომ შავ სიაში მოხვედრის რისკი უკვე გაჩნდა. არ არის გამორიცხული, შტატებმა სანქციების დარღვევად ჩათვალოს, ირანის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სივრცეების გამოყენება და შესაბამისად იმოქმედოს.
ეროვნულმა ბანკმა ამ გაფრთხილებით, სავარაუდოდ დაასწრო საერთაშორისო ასპარეზზე მოსალოდნელ განცხადებებს და პრევენციის მექანიზმი აამუშავა.
რა აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას სანქცირებულ ირანთან? არ არის გამორიცხული სკანდალში ქვეყანა თავდაცვის მინისტრისა და ირანის ელჩს შორის დახურულ კარს მიღმა გამართული აუდიენციის გამო აღმოჩნდეს.
მაშინ როცა ირანთან ჩვენს ქვეყანას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში არანაირი თანამშრომლობა არ აქვს, ჩნდება კითხვა, რა განიხილებოდა ამ დახურულ შეხვედრაზე. თავდაცვის ექს მინისტრი ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ კულისებს მიღმა სანქციებისთვის თავის არიდების შესახებ შეთანხმება შედგა.