ევროკომისარი: საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი მესამე პრეზიდენტის სიცოცხელსა და ჯანმრთელობაზე
საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშივლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ეს განცხადება ევროკომისარმა ჰელენა დალიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს გააკეთა.
ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას განიხილავს, ანგარიშის განხილვის დროს სტრასბურგში გაიმართა დებატები, სწორედ ამ დროს გააკეთა განცხადება ევროკომისარმა,
დებატების დროს ევროპარლამენტარებმა მწვავედ გააკრიტიკეს მმართველი პარტია და ქართული ოცნებისგან მიხეილ სააკაშვილის, დაუყონებლივ უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვეს.