ევროპარლამენტარები სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვებას ითხოვენ

14.12.22 00:31

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა  არ უნდა წყვეტდეს მის ჯანმრთელობის საკითხს - ეს განცხადება, ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას  ესტონელმა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა გააკეთა.

„ჩვენ ძალიან გვაინტერესებს სახალხო დამცველის საკითხი. ვფიქრობთ, რომ არჩევის პროცესი იმდენადვე არის მიშვნელოვანი , როგორც შედეგი. ჩვენ გვინდა რომ დავინახოთ დამოუკიდებელი და პროფესიონალი ომბუდსმენი, რომელიც იქნება გულწრფელი თავის სამუშაოში. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას და მის მიერ  ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს - მან თქვა, რომ განაჩენი გვარამიას საქმეზე არ ემთხვევა კანონებს და არც იურისპოდენციის ნორმებს, რაც  ხაზს უსვამს, რამდენად საჭიროა  დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. 

მე მესმის რომ საქართველოში სააკაშვილის მოღვაწების წლები რჩება, როგორც კონფლიქტის და  აზრის სხვაობის წყარო, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა ეხებოდეს მის ფიზიკურ ჯანმრთელობას,“- განაცხადა სვენ მიქსერმა. 

მსგავსი სიახლეები