დეპუტატი იუკნევიჩიენე - ივანიშვილს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი
ბიძინა ივანიშვილს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი - ეს განცხადება ევროპარლამენტში, ევროპელმა დეპუტატმა რასა იუკნევიჩენემ გააკეთა. დებატები საქართელოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს 13 დეკმებრს გაიმართა
ევროპელმა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებისა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.
„საქართველოს ადგილი ევროპაშია... საქართველო უნდა გახდეს და დარწმუნებული ვარ, გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს, რომელსაც ფაქტობრივად საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივე მიზნები აქვს, რაც ქართველ ხალხს - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
საქართველოს მოქალაქეებმა იციან რა უნდა გააკეთდეს, ეს ყველაფერი წერია ევროკავშირის რეკომენდაციებში. და ეს ყველაფერი უნდა იყოს შესრულებული მანიპულაციების გარეშე,“-განაცხადა იუკნევიჩიანემ.
ევროპელმა დეპუტატმა მიმართა საქართველოს ხელისუფლების წევრებს და მოუწოდა, ნუ გახდებიან პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილზე.
„რაც შეეხება მიხეილს სააკაშვილის დაკავებას - მესამე პრეზიდენტი ციხეში, არაადამიანურ პირობებში, ეს არ არის ევროპული ფასეულობა. ხალხის წამება ეს არის პუტინის მეთოდი - ამბობს იუკნევიჩიანე.
მე მინდა, ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ თქვენ არ უნდა გახდეთ პასუხისმგებლები მიხეილ სააკაშვილის სიკვდილზე,“- განაცხადა ევროპელმა დეპუტატმა.