"ბინძური სპეკულაცია" - ბაჩო დოლიძე იუსტიციის მინისტრის ბრალდებებზე

14.12.22 11:10
"ბინძური სპეკულაცია" - ბაჩო დოლიძე იუსტიციის მინისტრის ბრალდებებზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი სიმულანტობაში დაადანაშაულა, ბაჩო დოლიძე ბინძურ სპეკულაციას უწოდებს.

"ნაციონალური მოძროაბის" წევრი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბოლო ორ დღეში გაკეთებული განცხადებები განსაცვიფრებელია. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც დღეს ოპოზიციას მორალს უკითხავენ, თავს ყველაზე კომფორტულად სწორედ  მესამე პრეზიდენტის მმართელობის დროს იყვნენ. 

იუსტიციის მინისტრს ვურჩევდი, მორჩეს ამ მკითხაობას. მე მახსოვს, პირდაპირ ეთერშ იჯდა თითონ კლინიკის დირექტორი. ძალიან მკაფიოდ საუბრობდა, რომ ვერავინ ვერ ისაუბრებს იმაზე, რომ ძალით არ ჭამს თურმე მესამე პრეზიდენტი და ძალით ვერ იღებს, თუ არ იღებს საკვებს.

ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ეს არის ბინძური სპეკულაცია, როგორ შეიძლება ექიმებზე მეტი იცოდეს ამ ადამიანმა? მართლა მანცვიფრებს ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსმენილი განცხადებები. გუშინ პარლამენტში რა განცხადებაც მოვისმინეთ ერთი ადამიანის მხრიდან, ასეთი შეურაცხმყოფელი, არ ვიცი... ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამე, რომ ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ყველაზე კარგად გრძნობდნენ თავს.

თუ ვინმემ რამე იშოვა, მაგ პერიოდში იშოვა. ერთი გუნდის წევრები იყვნენ და დღეს იქით გვიკითხავენ მორალს, რომ სად ვდგავართ და როგორ ვდგავართ, - თქვა ბაჩო დოლიძემ. 

მიხეილ სააკაშვილის ისტორიულ  პროცესამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ პატიმარი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე უნდა იმსჯელოს.  საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან.  

მსგავსი სიახლეები