"სააკაშვილის სია" იქმნება - ვის შეეხება სანქციები?

14.12.22 11:28
"სააკაშვილის სია" იქმნება - ვის შეეხება სანქციები?

ხატია დეკანოიძე "სააკაშვილის სია"-ზე იწყებს მუშაობას. ინიციატივა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა "ტვ პირველის" ეთერში გაახმოვანა. 

მისი თქმით სიაში შევლენ ის პირები, რომლებიც მესამე პრეზიდენტის არაადამიანურ და ღირსების შელახვაში აქტიურად იღებს მონაწილეობას. 

"ყველა ადამიანი, ვინც მიხეილ სააკაშვილის არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა, ვინც თანამონაწილეა იმ დანაშაულის, რაც იყო გლდანში, ამ ადამიანიების სახელი და გვარები ღიად უნდა შევიდნენ სააკაშვილის სიაში, როგორიც თავის დროზე იყო მაგნიტსკის სია. მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს სია შეიქმნას. გვახსოვს მაგნიტსკის სია როგორ შეიქმნა, მთავარი პლათფორმა ადამიანის უფლებების დარღვევა იყო. ამ სიაშუი უნდა მოხვდეს მაგალითად, ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ღიად ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოკვდეს. ევროპარლამენტარების განცხადებების შემდეგ, კონკრეტუყლი ადამიანების დასანქცირებაზე ვიმუშავებთ. 

„მაგნიტსკის სია“ აშშ-ის კონგრესმა 2012 წელს მიიღო. ანალოგიური აქტი აქვს დიდ ბრიტანეთს, კანადასა და ლიტვას. „მაგნიტსკის სია“ ითვალისწინებს ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს იმ პირთა წინააღმდეგ, ვისაც კავშირი აქვს კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.

აქტს სახელი იურისტ სერგეი მაგნიტსკის ხსოვნის პატივსაცემად დაერქვა. მაგნიტსკი, რომელმაც რუსეთის ბიუჯეტში კორუფციული სქემა გაშიფრა, მოსკოვის ციხეში 2009 წელს გარდაიცვალა. 

მსგავსი სიახლეები